ირანის ქალაქ შირაზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ წერს, ამის შესახებ განცხადება აღნიშნულმა დაჯგუფებამ „ტელეგრამზე“ გაავრცელა.
ხელისუფლების განცხადებით, შიიტ მუსლიმთა წმინდა ადგილზე, შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან მომხდარ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ პირობა დადო, რომ თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.