აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცა, რა შედეგები მოჰყვება ბირთვული იარაღის გამოყენებას.
„ჩვენ ასევე პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ ვესაუბრეთ რუსებს, პრეზიდენტ პუტინს შედეგების შესახებ“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მოსკოვი უმაღლეს დონეზე იყო გაფრთხილებული, მაგრამ ბლინკენის შენიშვნა პირველი აშკარა აღიარებაა, რომ აღნიშნული მესიჯი თავად პუტინს მიეწოდა.
ბლინკენის თქმით, რუსეთის ბოლო განცხადება, რომ უკრაინა განიხილავს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას, „მორიგი გამოგონებაა“.