„რუსეთმა დიალოგისთვის უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს“ – ზელენსკის მიმართვა პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს, რათა მომავალში დიალოგის დამყარება შეძლოს.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ემბალუმ აღნიშნა, გუშინ, მოსკოვში მოსკოვში ვიზიტისას პუტინმა სთხოვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის დიალოგის დამყარების საჭიროების შესახებ წინადადება გადაეცა. ამასთან, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის დასკვნით, პუტინი მზადაა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ემბალოს თქმით, პუტინს დიალოგისთვის „არხების დამყარება“ სურს.

„მე ვთქვი, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის არხები რომ იყოს, საჭიროა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ. აშკარაა, რომ ასეთ შემთხვევაში მომავალში რამეზე საუბარი შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები