რუსული იერიშის შედეგად შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, უკრაინა ლტოლვილებს საზღვარგარეთ დარჩენისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი მოსკოვის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო, უკრაინელ ლტოლვილებს საზღვარგარეთ დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინელები, რომლებიც თავი საზღვარგარეთს შეაფარეს, ქვეყანაში დაბრუნებამდე გაზაფხულს უნდა დაელოდონ.

„მინდა ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი თავის, თქვენი ნათესავების რისკის წინაშე დაყენებას. ასე რომ გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით თავდასხმების ტალღა განახორციელა. როგორც კიევში აცხადებენ, რუსული იერიშის შედეგად, ელექტროსისტემის თითქმის 40%-ია დაზიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები