რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნები ჩაატარეს – სწავლებას პუტინიც დაესწრო

რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნები ჩაატარეს, რასაც ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი – Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი – „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი – Ту-95МС.

სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების ბოლო წვრთნა 19 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები