უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ დნეპრის იერიშს გამოეხმაურა.
როგორც მან ტელეგრამში დაწერა, უკრაინა ყოველდღე ებრძვის ტერორისტებს, რომლებიც კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავენ ქალაქებს, ანგრევენ უკრაინელების ცხოვრებას.
“მორიგი სარაკეტო იერიშის შედეგად, დნეპრში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ორსული ქალი. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. არასდროს ვაპატიებთ მათ ამ ქმედებებს. შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.