“მანქანაში ფეხმძიმე ქალი იჯდა და დაიწვა” – ოკუპანტებმა დნეპრი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ქალაქი დნეპრი დაბომბეს, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი დაშავდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით “ერთი ადამიანი მანქანაში დაიღუპა, მეორე – ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოში”.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

​ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, სწორედ ამ ბენზინგასამართ სადგურზე მდგომ ავტომობილში იჯდა ფეხმძიმე ქალი, რომელიც ავტომობილში დაიწვა.

აღნიშნულია, რომ დარტყმის შედეგად ასევე ახლოს მდებარე ავტომობილები დაზიანდნენ.

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები