კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თბილისის მთავარ სამმართველოს ბავშვები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარ სამმართველოს საგანმანათლებლო ცენტრ „პროექტორისა“ და „არქიმედეს“ სკოლის პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სამმართველოში არსებული მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც სახანძრო-სამაშველო სამსახურის ისტორიასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, სკოლის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო მანქანა დაათვალიერეს და მის ტექნიკურ მახასიათებლებსაც გაეცნენ.
მოსწავლეების სტუმრობის მიზანი, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ისტორიისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობა იყო.