„რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

„ნება მომეცით განვაცხადო, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა. ჯერ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს არის ცრუ ოპერაცია, მაგრამ ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ მტკიცებულებებს იმისა, რომ რუსეთი ამჟამად, უკრაინაში ბრძოლის ველზე, ისეთი არატრადიციული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება, როგორიც „ბინძური ბომბია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები