გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ბერლინი უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც მან აღნიშნა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, – განაცხადა შტაინმაიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.