რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსმა ტერორისტებმა ქალაქში რაკეტები გაუშვეს.
არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლიც.
„ჯერჯერობით ცნობილია სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ: ერთი მანქანაში, მეორე ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოში“, – წერს ფილატოვი სოციალურ ქსელში.