ჯორჯია მელონი: პუტინის ენერგეტიკული შანტაჟის მიუხედავად, იტალია რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას გააგრძელებს

პუტინის ენერგეტიკული შანტაჟის მიუხედავად, იტალია გააგრძელებს რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ენერგეტიკაში პუტინის შანტაჟს აყოლა პრობლემას არ მოაგვარებს, არამედ მხოლოდ გაართულებს მას, ვინაიდან, გზას გახსნის სამომავლო მოთხოვნებსა და შანტაჟისთვის“, – განაცხადა მელონიმ.

მისი თქმით, მისი მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს იმ ოჯახებსა და კომპანიებს, რომლებიც ენერგეტიკულმა კრიზისმა დააზარალა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის მაღალი ფასი ნიშნავს იმას, რომ მის ადმინისტრაციას, შესაძლოა, მოუწევს ზოგი წინასაარჩევნო პირობის შესრულების გადადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები