დიდი ბრიტანეთის 57-ე პრემიერმინისტრად დანიშნული რიში სუნაკი მეფე ჩარლზ III-სთან აუდიენციის შემდეგ დაუნინგ-სთრითზე მივიდა, საიდანაც მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, “ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია”, COVID-ის შედეგები “ჭიანურდება”, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მან წინამორბედი პრემიერი, ლიზ ტრასი ახსენა და თქვა, რომ მას ცვლილებებთან დაკავშირებით ენთუზიაზმი ჰქონდა, თუმცა, “გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული”.
ამის შესახებ SkyNews-ი იტყობინება.
“პარტიის ლიდერად და თქვენს პრემიერად, ნაწილობრივ, იმისთვის ამირჩიეს, რომ ეს შეცდომები გამოვასწორო და ეს სამუშაო უკვე დაიწყო”, – თქვა მან.
სუნაკი ამბობს, რომ ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ “რთული გადაწყვეტილებებიც იქნება”. მისი თქმით, “მომდევნო თაობას ვალებში არ დატოვებს”.
“ქვეყანას საქმით და არა სიტყვებით გავაერთიანებ”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
რიში სუნაკმა მისი პრემიერობის დღის წესრიგი დაასახელა, ეს იქნება: საუკეთესო სკოლები; ბევრად უსაფრთხო ქუჩები; საზღვრების დაცვა; გარემოს დაცვა; შეარაღებული ძალების მხარდაჭერა; ცხოვრების დონის ამაღლება; სამშენებლო ეკონომიკა.
”მე მესმის, რომ უნდა ჩავატარო გარკვეული სამუშაო, რათა ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, ნდობა აღვადგინო. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არ შემეშინდა”, – თქვა რიში სუნაკმა.