გიორგი ამილახვარი: სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი შტო და იგი თავად წყვეტს და მომავალშიც თავად გადაწყვეტს, ვის აირჩევს იუსტიციის საბჭოში და ვის – არა

“დღეს მმართველი ძალა არცერთი კომპონენტით სასამართლო ხელისუფლებაში არ ერევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სასამართლო დამოუკიდებელი შტოა და იგი თავად წყვეტს, ვის აირჩევს იუსტიციის საბჭოში და ვის – არა.

“ამიტომ, ამის შემდგომ ჩვენ სასამართლო ხელისუფლებას ვიცავთ არა მხოლოდ იმისგან, რომ ვინმემ მმართველი წრეებიდან არ ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ ვიცავთ იმისგანაც, რომ არც ერთი სხვა შიდა თუ გარე ძალამ ვერ მოახდინოს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა. ვიღებთ შედეგად მოცემულობას, რომ სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი შტო და იგი თავად წყვეტს და მომავალშიც თავად გადაწყვეტს, ვის აირჩევს იუსტიციის საბჭოში და ვის – არა”, – აცხადებს ამილახვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები