გიორგი ამილახვარი: იქ, სადაც არ არის ხოლმე ნებისმიერი თანამდებობის პირის, მათ შორის, პრეზიდენტის ადგილი და როლი, ამის უკან არ უნდა ვეძებდეთ ქვეტექსტებს, თითქოს, ვინმე არ არის ინფორმირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის, საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

“არ ყოფილა დღის წესრიგში ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება, განხილულიყო საქართველოს პრეზიდენტთან – ეს პირდაპირ უკავშირდებოდა მთავრობას, პრემიერმინისტრს. მე ვერ გეტყვით რატომ არ იყო ინფორმირებული, თუმცა, ეს იყო ვიზიტი პრემიერმინისტრის მოწვევით და მასპინძლობდა პრემიერი. ამიტომ იქ, სადაც არ არის ხოლმე ნებისმიერი თანამდებობის პირის, მათ შორის, პრეზიდენტის ადგილი და როლი, ამის უკან არ უნდა ვეძებდეთ ქვეტექსტებს, თითქოს, ვინმე არ არის ინფორმირებული. ეს პროტოკოლურადაც და პოლიტიკურადაც ასეა სწორი”, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები