უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთმა საჰაერო უპირატესობას ვერ მიაღწია, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ტრადიციულ მიმოხილვაში.
აღნიშნულია, რომ უკრაინაში შეჭრის დღიდან მოსკოვმა დაკარგა, სულ მცირე, 23 დამრტყმელი კა-52, რაც რუსეთის საჰაერო ძალების ფლოტის 25%-ზე მეტს შეადგენს, სულ მას 90 ასეთი შვეულმფრენი გააჩნდა.
რუსული დამრტყმელი ვერტმფრენები განსაკუთრებით დაზარალდნენ გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან, რადგან ისინი ხშირად მოქმედებენ უფრო ნაკლები დაფარვის პირობებში.
„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუძლია, შეინარჩუნოს საკმარისი საჰაერო უპირატესობა, რომ საიმედოდ უზრუნველყოს ფრონტის ხაზის ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა, ასევე, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო ხშირად მიმართავს დამრტყმელი შვეულმფრენების გამოყენებას, როგორც ერთ-ერთ იმ რამდენიმე ვარიანტს შორის, რომელიც ხელმისაწვდომია საბრძოლო მოქმედებებში ჯარების მჭიდრო მხარდაჭერისთვის.