„უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას, ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან 8-თვიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას.

მისი თქმით, ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება.

„დღეს ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. რას მივაღწიეთ? ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ამას რუსეთი ვერ შეცვლის. ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას. მოვა დრო და მთელი უკრაინა თავისუფალი იქნება.

უკრაინა ამსხვრევს მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას და ამიერიდან რუსეთი მხოლოდ მთხოვნელი იქნება. ის რაღაცას ევედრება ირანს, ცდილობს დასავლეთის სახელმწიფოებიდან რაღაც მიიღოს.

რუსეთის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოსა და მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში იხარჯება. იყო გაზის გავლენა – ახლა არ არის. იყო სამხედრო გავლენა – ახლა ის აორთქლდება. იყო პოლიტიკური წონა – ახლა იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ევრაზიის კონფიგურაციაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა: „რაც უფრო მეტ პოტენციალს დაკარგავს რუსეთი ახლა, მით მეტ რეალურ თავისუფლებას მოიპოვებს ყველა ხალხი, როგორც რუსეთის მახლობლად, ასევე მის საზღვრებში. უპირველეს ყოვლისა – უკრაინა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები