ბურკინა-ფასოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა.
მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯიბოს დასახლებასთან მდებარე სამხედრო ბაზას „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლთა ჯგუფი დაესხა თავს.
ამასთან, ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია 18 თავდამსხმელი.
როგორც ბურკინა-ფასოს არმიაში აცხადებენ, რაიონში საჰაერო ძალებია განლაგებული, რათა სამაშველო და საპასუხო ოპერაციები განახორციელონ.