ირანი გულგრილი არ დარჩება, თუ დადასტურდება, რომ რუსეთი მის დრონებს უკრაინაში მიმდინარე ომში იყენებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ისლამური რესპუბლიკა რუსეთს უკრაინაზე თავდასხმისთვის დრონებს აწვდის.
„თუ დაგვიდასტურებენ, რომ ირანული დრონები უკრაინაში მიმდინარე ომში ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, გულგრილები არ უნდა დავრჩეთ“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თუმცა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ თეირანსა და მოსკოვს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.