ნენსი პელოსი: ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, რუსეთისთვის დრონების მიწოდებით ირანი მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის.

„ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. უპირველეს ყოვლისა, დრონებს უნდა დავუპირისპირდეთ. ეს სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შევაჩეროთ“, – აღნიშნა პელოსიმ ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ და ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად აქცევენ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის დამოუკიდებლობის მხარდამჭერ ფორუმზე დასწრების მიზნით ზაგრებში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები