გია ვოლსკი: რეზოლუციას საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის – არ არის სწორი

“რეზოლუციას და მის შინაარსს საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და, მით უმეტეს, პუტინთან მებრძოლის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ პუტინის ხელში სტრატეგიული ობიექტები ყოფილიყო, სწორი არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.

„არ შეიძლება, 650-წევრიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 56-მა ადამიანმა უცებ მოილაპარაკოს და ბოლო მომენტში, ასეთი საგანგებო მნიშვნელობის მქონე რეზოლუციაში შემოიტანონ სააკაშვილის თემა, რომელიც წინააღმდეგობრივი შინაარსისაა, რადგან სტრასბურგის სასამართლო არის ერთ-ერთი, რომელიც მის ბრალეულობას ადასტურებს, რომელიც ამ სხდომათა დარბაზის მეორე ქუჩაზე მდებარეობს. ეს ყველაფერი შეთქმულებასავით მოხდა. რეზოლუციას საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს, მის შინაარსს მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და მით უმეტეს, პუტინთან მებრძოლის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ პუტინის ხელში სტრატეგიული ობიექტები ყოფილიყო, არ არის სწორი. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამ საქმეების მცირე ნაწილისთვის არის გასამართლებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონკრეტული პირების მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დანაშაულს და საზღვრის კვეთას ვინმე თუ ძნელად უარყოფს. ის არათუ პოლიტიკური პატიმარია, არამედ პოლიტიკური მოკავშირეა გარკვეული გაგებით, რადგან მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ რუსეთს თუ აწყობდა და რუსეთმა მისი სტრატეგიული გეგმის შესრულება სწორედ ამ მოქმედებებით შეძლო. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ისეთ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც ასახავს იმ უბედურებას, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები