“უკრაინა „ბინძური ბომბის“ შექმნას ამთავრებს, ჩვენი ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შექმნაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება, – ამის შესახებ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის რუსული ძალების ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, იგორ კირილოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის შესაქმნელად ორ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული ინსტრუქციები. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა“, – განაცხადა მან.

კირილოვის თქმით, კიევს სურს – მოაწყოს პროვოკაცია, რომ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულოს და მსოფლიოში ძლიერი ანტირუსული კამპანია დაიწყოს.

მან დასძინა, რომ მოსკოვისთვის ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის კონტაქტები დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან, ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგიის შესაძლო მოპოვების საკითხზე.

კირილოვის თქმით, დაბალი სიძლიერის ბირთვული მასალის აფეთქება გამოიწვევს ათას კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის რადიოაქტიურ დაბინძურებას.

“ამის შემდეგ კიევი ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას დაიწყებს, ევროპაში ლტოლვილთა ნაკადს გაზრდის და რუსეთს ბირთვულ ტერორისტად წარმოაჩენს. თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების დასაძლევად გარკვეული სამუშაო ჩაატარა: ძალები და საშუალებები რადიოაქტიური დაბინძურების პირობებში ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნაშია მოყვანილი”, – თქვა მან.

უკრაინის მიერ “ბინძური ბომბის” შესაძლო გამოყენების შესახებ პირველი მინიშნება 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან გააკეთა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “მსოფლიო ამ განცხადების ნებისმიერი გამოყენების მცდელობას განიხილავს ესკალაციის საბაბად. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები