ფილიპინებზე სტუდენტებს გამოცდაზე დავალების ერთმანეთისგან გადაწერის საწინააღმდეგო ე.წ. ქუდები დაამზადებინეს (ფოტო)

ფილიპინების ქალაქ ლეგასპიში ბიკოლას უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის სტუდენტებს თავსაბურავის დამზადება დაავალეს, რომელიც ხელს შეუშლიდა ერთმანეთისგან დავალების გადაწერაში.

როგორც BBC-ს კურსის დამრიგებელმა პროფესორმა, მერი ჯოი მანდან-ორტისმა უთხრა, „კეთილსინდისიერების და პატიოსნების“ შესანარჩუნებლად “სახალისო გზას” ეძებდა და იდეა “ნამდვილად ეფექტური” გამოდგა.

ექსპერიმენტი შუალედურ გამოცდაზე ჩატარდა.

პროფესორმა თქვა, რომ მისი თავდაპირველი თხოვნა იყო, სტუდენტებს ქაღალდისგან “მარტივი” დიზაინი შეექმნათ და მისთვის ინსპირაციის წყარო იყო ტექნიკა, რომელიც ტაილანდში რამდენიმე წლის წინ იყო გავრცელებული.

მანდან-ორტისი ამბობს, რომ მისმა სტაჟიორმა-ინჟინრებმა იდეა აიტაცეს და ზოგიერთ შემთხვევაში რთული თავსაბურავები სულ რაღაც 5 წუთში იმ საჭირო ან გამოუსადეგარი ნივთებისგან შექმნეს, რომლებსაც ირგვლივ ხედავდნენ. მათმა ნაწილმა ჰელოუნის ნიღბები, ჩაფხუტები დაიხურა.

პროფესორი ამბობს, რომ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მისმა კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს, რადგან გამოცდების მკაცრი წესები მათ მეტ შრომას აიძულებდა. მისი თქმით, ბევრმა მათგანმა ტესტირება დროზე ადრე დაასრულა და თაღლითობაზე არავინ გამოუჭერიათ.

პროფესორ მერი ჯოი მანდან-ორტისის იდეა სხვა სკოლებმა და კოლეჯებმა აიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები