NYT: ისრაელმა უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველად საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა

ისრაელმა უკრაინას ირანულ დრონებთან საბრძოლველად საჭირო გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა.​

​ამის შესახებ New York Times-ი წერს.

სტატიაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი.

გამოცემა წერს, რომ, დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ირანულ „შაჰედ-136“-ის ტიპის დრონების 70 პროცენტზე მეტს რეგულარულად ანადგურებენ. უკრაინამ პირველი ასეთი თვითმფრინავი 13 სექტემბერს ქვეყნის აღმოსავლეთში ჩამოაგდო და მას შემდეგ, სულ მცირე, 237 ერთეულია განადგურებული.

ამავე დროს, აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული დახმარების თხოვნით მიმართა.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა უკრაინელ დიპლომატს უარი უთხრა. ამასთან, მითითებულია, რომ ისრაელი უკრაინას ადრეული გაფრთხილების სისტემებს მიაწვდის, რომლებიც ირანულ დრონებთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები