სავაჭრო პალატა Go Global Award- ის დაჯილდოებაზე ნომინაციის ,,წლის საუკეთესო სავაჭრო პალატა” გამარჯვებული გახდა

ესტონეთში, ქალაქ ტალინში, საერთაშორისო ვაჭრობის საბჭოს ორგანიზებითა (International Trade Council) და ესტონეთის ბიზნესისა და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, Go Global Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოების მიზანი იყო გამოევლინა 2021-2022 წლების გამარჯვებული საუკეთესო სავაჭრო პალატა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოები და ბიზნეს კომპანიები, რომლებმაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, აჩვენეს ინოვაცია და მდგრადობა. სავაჭრო პალატა Go Global Award- ის დაჯილდოებაზე ნომინაციის ,,წლის საუკეთესო სავაჭრო პალატა” გამარჯვებული გახდა Go Global Awards-ის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ბიზნეს კომპანიამ, მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების სავაჭრო პალატებმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოებმა და ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა.

საერთაშორისო სავაჭრო საბჭო აერთიანებს ვაჭრობის ხელშემწყობ სააგენტოებს , საინვესტიციო სააგენტოებს,სავაჭრო პალატებსა და ბიზნეს ასოციაციებს 179 ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები