მაკრონი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაში აგრესიის მხარდაჭერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, შეწყვიტოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერა.

ამის შესახებ მან იტალიაში მშვიდობისა და ქველმოქმედების მსოფლიო ჯგუფის – Sant’Egidio-ს კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ანტონი ესწრებოდა, – იტყობინება Reuters-ი.

მაკრონის თქმით, კრემლი რელიგიას უკრაინის წინააღმდეგ ომის გასამართლებლად იყენებს.

„რელიგიურ ლიდერებს ასევე შეუძლიათ შეწინააღმდეგება. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მანიპულირებენ მართლმადიდებლური რელიგიით დღეს რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირები თავიანთი ქმედებების გასამართლებლად. სწორედ აქ არის საჭირო წინააღმდეგობა. არა გამართლება და ხაფანგში თავის მოგცევა და არა იმ პოლიტიკური პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია თითოეული ადამიანის ღირსების უარყოფაზე“, – განაცხადა მაკრონმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ამ აგრესიას და რუსი სამხედროები აკურთხა.

საპასუხოდ, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კირილის ტახტიდან ჩამოგდებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები