უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, რეალური რიცხვი სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, რადგან მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია.
გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან უკრაინაში 6 322 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 9 634 – დაშავდა.
ამასთან, ომში, სულ მცირე, 397 ბავშვი დაიღუპა.
როგორც გაეროში აცხადებენ, დამოუკიდებელმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე კვირაში გაეროს გენერალურ ასამბლეას უკრაინის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი დასკვნისა, რომ უკრაინაში მოხდა ომის დანაშაულები და ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა.