ენტონი ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიის დასრულებით დაინტერესებულია

შეერთებული შტატები რუსეთთან დიპლომატიის წინსვლისთვის ყველა საშუალებას განიხილავს, თუკი დაინახავს ამის შესაძლებლობას, თუმცა ამ მომენტში მოსკოვი არ აჩვენებს რაიმე ნიშანს მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს მნიშვნელოვან დიპლომატიაში ჩართვა და აგრძელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, მიმდინარე კვირაში, უკრაინის ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა, რასაც უკრაინა და დასავლეთი, ცივი ზამთრის წინ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების კამპანიას უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები