„უკრაინელი სამხედროები აღმოსავლეთსა და სამხრეთში ინიციატივას ინარჩუნებენ“ – ზელენსკი

უკრაინელი დამცველები ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ბრძოლის ველზე ინიციატივას ინარჩუნებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე დრონისა და თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს.

„დღეს, დღის განმავლობაში, უკრაინის უმეტეს ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები და მტრის თვითმფრინავები კვლავ ჩამოაგდეს. აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში გრძელდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები