ირანის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, უახლოეს დროში უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ასევე, მათ – ვინც ქვეყანაში იმყოფება, ურჩევს, ის დაუყოვნებლივ დატოვონ.

ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სააგენტო Tasnim-ი ციტირებს.

„უკრაინაში სამხედრო კონფლიქტების ესკალაციასა და არასტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს ვურჩევთ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან. მოქალაქეებმა, რომლებიც ახლა უკრაინაში იმყოფებიან, ასევე უნდა დატოვონ ქვეყანა, რომ უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება და გადაარჩინონ სიცოცხლე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები