უკრაინაში რუსული ჯარის დანაკარგი 67 ათასს უახლოვდება – განახლებული მონაცემი

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო ერთ დღეში 100-მდე ოკუპანტი გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან დღემდე სულ, დაახლოებით 66 750 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

გარდა ამისა, მტერმა ფრონტზე მატერიალური დანაკარგი განიცადა, კერძოდ, 2 573 ტანკი; 5 258 ჯავშანტექნიკა; 1 648 საარტილერიო სისტემა; 372 რეაქტიული სისტემა; 189 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 269 ​​თვითმფრინავი; 243 ვერტმფრენი; 1 325 დრონი; 329 ფრთოსანი რაკეტა; 16 გემი და ნავი; 4 006 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნა; ასევე, 147 ერთეული სპეცტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები