ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს რამდენიმე რაკეტა ესროლეს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა “ტელეგრამში” დაწერა.
მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მისი ინფორმაციით, “რაშისტებმა” ერთ-ერთი საწარმოს ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს, არის ნგრევა.
წინასწარი ინფორმაციით, 6 ადამიანია დაშავებული, მონაცემი ზუსტდება.