დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა. ტრასი ქვეყნის მთავრობას 45 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობა “დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის დროს” დაიკავა.
მისი თქმით, ბრიტანეთს „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკავებდა დაბალი ეკონომიკური ზრდა“. ის ამბობს, რომ მისმა პარტიამ მას ამ მდგომარეობის შეცვლის მანდატი მისცა.
ტრასმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ „გადაიხადა ენერგეტიკული გადასახადები“ და შეამცირა ეროვნული დაზღვევა, ასევე, წარადგინა „დაბალი გადასახადების და მაღალი ზრდის ეკონომიკის ხედვები, რომელიც Brexit-ის თავისუფლებებით ისარგებლებდა“.
„მე ვაღიარებ, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ შევასრულებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, – განაცხადა ტრასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაესაუბრა გაერთიანებული სამეფოს მეფეს და მას გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.