ეროვნულ არქივში „ყაზახური კინოს დღეების“ ფარგლებში, ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზი „ყაზახური კინოს დღეებს“ მასპინძლობს.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს.

„ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს უკვე იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire” (2021); 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე – რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება“, – აცხადებენ ეროვნული არქივში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები