კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ – გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 70 000 ლარი. სამინისტროს განცხადებით კონკურსში მონაწილეობის 23-მა მსურველმა მომართა.
„კულტურის სამინისტრო მოხარულია, რომ კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს მოწმობს იმას, რომ მსგავსი კონკურსები მომავალშიც უნდა გამოცხადდეს და სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა ამ გზით გაგრძელდეს.
თუმცა, ამჯერად, არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც სადადგმო ხარჯის დაფინანსებას გულისხმობდა, ვერ მოხვდა გამარჯვებულთა სიაში გამოყოფილი თანხის სიმცირის გამო.
გადაწყვეტილების მიღებისას კი, მთავარი აქცენტი აღჭურვილობის დაფინანსებაზე გაკეთდა.
დაფინანსებული პროექტებია:
1. „პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა“ – დაფინანსდა პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრისთვის განათებისა და გახმოვანების აპარატურის შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრი;
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის მხარდაჭერის პროექტი“ – დაფინანსდა ბოლნისის თეატრისთვის განათების აპარატურის შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი;
3. „სასცენო განათება და ეფექტები ტყიბულის თეატრს“ – დაფინანსდა ტყიბულის თეატრისთვის სასცენო განათების შეძენა. განმახორციელებელი ა(ა)იპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები