ალმათის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ცხინვალის თეატრმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
ცხინვალის თეატრი ორ ნომინაციაში გამარჯვებული დაბრუნდა ყაზახეთიდან.
ინფორმაციას ცხინვალის თეატრი ავრცელებს.
ალმათის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ისაბეკოვის სამყარო” ცხინვალის თეატრი წარდგა სპექტაკლით – „მსახიობი ქალი” და დამსახურებულად აიღო ორი პრიზი:
ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა მსახიობ ლელა მახნიაშვილს – როლისთვის აიგულ ასანოვა;
პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა რეჟისორ გოჩა კაპანაძეს, სპექტაკლის „მსახიობი ქალი” დადგმისთვის.