ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს, რომელსაც აღნიშნულ ქვეყანას რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანქცირებულთა სიაში რვა ფიზიკური პირი და კომპანია შედის.
„დრონის საკითხთან დაკავშირებით, მომზადების პროცესში მართლაც არის [სანქციების] ახალი სიები, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.