ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულად უკრაინელი ხალხი დაასახელა

epa10181446 Members of European parliament vote during a debate on deforestation at the European Parliament in Strasbourg, France, 13 September 2022. MEPs will vote on a new law demanding companies ensure products sold in the EU do not come from deforested or degraded land, as part of efforts to fight global climate change and biodiversity loss. EPA-EFE/CHRISTOPHE PETIT TESSON

ევროპარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულად მამაცი უკრაინელი ხალხი დაასახელა.

„2022 წლის სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ მიენიჭა მამაც უკრაინელ ხალხს, რომელსაც წარმოადგენს მათი პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება“, – განაცხადეს ევროპარლამენტში.

ცნობისთვის, ანდრია სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის სფეროში გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები