რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადების ფონზე, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა არ იგეგმება.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მან თქვა, “არა, არ იგეგმება”.
დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში საომარი მდგომარეობის შესახებ პუტინის დღევანდელი განკარგულება ძალაში 00:00 საათზე შევა.