რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე – დონეცკსა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე მან ასევე თქვა, რომ აფართოებს რეგიონების ყველა ხელმძღვანელის უფლებამოსილებას.
გარდა ამისა, პუტინმა შეკრიბა საკოორდინაციო ცენტრი პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით. მასში შევლენ ვიცეპრემიერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მინისტრები.