ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება, პარტიაში არის დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის

შანტაჟი და ზეწოლა “ნაცმოძრაობის” ხელწერაა, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას.

კობახიძის თქმით, “ნაცმოძრაობაში” უამრავი შიდა დაპირისპირებაა და პარტიის დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება. პარტიაში არის უამრავი დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის. რაც შეეხება შანტაჟსა და ზეწოლას, ეს არის ამ პარტიის ხელწერა. რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, იმავეს აგრძელებენ ოპოზიციაში. მათგან არაფერი გვიკვირს. კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება. ეს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახდნენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, მალხაზ თავდგირიძე თანაგუნდელებს უკანონო მოსმენებსა და შანტაჟში ადანაშაულებს. მისივე თქმით, პარტიას აქტიური წევრები ტოვებენ მიზეზი კი ისაა, რომ “ნაცმოძრაობას” დავით კეზერაშვილი აფინანსებს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება 159-ე მუხლით, რაც პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვებას, გამოყენებასა და გავრცელების ფაქტს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები