მამუკა მდინარაძე: რეალისტურად მეჩვენება ეს გეგმა, რომ სახალხო დამცველი აპირებს, გიორგი ბურჯანაძე დანიშნოს პირველ მოადგილედ და თავის შემცვლელად დატოვოს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეალისტურად ეჩვენება გეგმა, სახალხო დამცველმა გიორგი ბურჯანაძე პირველ მოადგილედ დანიშნოს და თავის შემცვლელად დატოვოს.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, “ნაცმოძრაობას” ექნება მოტივაცია სახალხო დამცველი ვერ აირჩიონ.

„ჟურნალისტმა მკითხა და რეალისტურად მეჩვენება ეს გეგმა, რომ სახალხო დამცველი აპირებს, გიორგი ბურჯანაძე დანიშნოს პირველ მოადგილედ და თავის შემცვლელად დატოვოს. ამ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მოტივაცია, რომ სახალხო დამცველი ვერ ავირჩიოთ, ჩააგდონ ევროკომისიის რეკომენდაცია და ბურჯანაძე იყოს მუდმივი სახალხო დამცველი, ვიდრე ახალ სახალხო დამცველზე ულტიმატუმს არ მივიღებთ. ეს გეგმა რეალისტურია და, როგორც ჩანს, ამაზე გამალებით მუშაობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები