„დღე, როდესაც გავხდი ქალი” – ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება
19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას – „დღე, როდესაც გავხდი ქალი“ გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2000-იანი წლების მარზიე მეშქინი-მახმალბაფის ფილმი – „დღე, როდესაც გავხდი ქალი”, აღწერს, რას ნიშნავს, დაიბადო ქალად ირანში. ფილმი სამ ამბავზეა და ასახავს ქალის ცხოვრების სამ ეტაპს – ბავშვობას, ზრდასრულობას და მოხუცებულობას.
„ირანში დღეს მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღა, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, გაიშალა ირანის გარშემო მრავალ ქალაქსა და დასახლებაში. დისკუსიაზე მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ ირანში არსებულ რეალობასა და ისტორიულ კონტექსტზე, ქალთა უფლებებსა და მიმდინარე პროტესტზე.
სემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი, რომელსაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს.
მომხსენებელი: ნიკო ქელბაქიანი, აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის დოქტორანტი.
მოდერატორი: ანა ჩიქოვანი, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2p89tx26
მის: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი.ჭავჭავაძის გამზ. 32).