„ისტორია – კინო – ისტორია” – ეროვნული კინოცენტრის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა

ეროვნული კინოცენტრის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმის – „ისტორია – კინო-ისტორია”  ბმულს აქვეყნებს და ქართულ კინოში 60-იანელთა შემოქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„60-იან წლებში მსოფლიო კინოასპარეზზე ახალი ავტორები და გმირები გამოჩნდნენ.
იტალიური, ფრანგული, ბრიტანული, ჩეხური, შვედური თუ ამერიკული კინო ამ ათწლეულში განსხვავებული ხელწერის ფილმებს გვთავაზობს.
60-იანი წლები ქართული კინოს ოქროს ხანაა. „სამოციანელთა თაობის” ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია გიორგი შენგელაია. რეჟისორის შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპების ნახვა შესაძლებელია ეროვნული კინოცენტრის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე – „ისტორია – კინო-ისტორია”“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
https://historyfilmhistory.com/ge/movies/pirosmani?fbclid=IwAR3hNde4UWO605tj2Nvc_A4O4eO6p1Jl9hmRWnaWw_ylCrZJ0e8NjSiu1MY

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები