ბექა ოდიშარია ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა საქართველოში – ბექა ოდიშარიამ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ედიტე მედნესთან შეხვედრა გამართა.
ლატვიის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობასა და განვითარებას დაეთმო, ყურადღება გამახვილდა ასევე დიასპორებთან ურთიერთობაზე. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქმიანობის იმ მიმართულებაზე, რომელიც დიასპორებთან არის დაკავშირებული. ქალბატონი ელჩი დაინტერესდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობაში ჩვენი კომიტეტის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებით – რა სერვისებს ვთავაზობთ დაბრუნების შემთხვევაში, რა შესაძლებლობებს აძლევს მათ ქართული სახელმწიფო და ა. შ. მათთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ლატვიასაც, საქართველოს მსგავსად, საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს.
შევიმუშავეთ შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ვიმედოვნებ, რომ გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოში მისი ელჩად ყოფნის პერიოდში”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბექა ოდიშარიამ.