პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია

საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყვარელში პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლებას, 6 შენობის და პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო სანიაღვრე ქსელი. მათივე ცნობით, ამჟამად, მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების, საფეხმავლო ზოლის და სკვერის რეაბილიტაცია.

“რეაბილიტაცია უტარდება 22 შენობას. 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები