„ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგთა ორკესტრის კონცერტების სერიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგთა ორკესტრის კონცერტების სერიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობენ: გ. ხაინდრავა, ა. წერეთელი, თ. ბულია, ნ. გელოვანი, ე. ფანცხავა, თ. მირიანაშვილი, ს. პერიხანიანი, ბ. ურუშაძე, ა. ფანცხავა.
პროგრამაშია ვ.ა. მოცარტის და გ. ყამჩელის ნაწარმოებები.
.სამხატვრო ხელმძღვანელი – პროფესორი ნოდარ ჟვანია (ალტი)
სოლისტი – ნუცა კასრაძე (ფორტეპიანო)
პროექტი ხორციელდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.