„სერენგეტი” – რიტა ხაჩატურიანის გამოფენა გაიხსნება

18 ოქტომბერს, 17.00 საათზე.  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოადგენს რიტა ხაჩატურიანის ახალ პროექტს -„სერენგეტი”. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა მხატვრის თითქმის სამწლიანი შრომის შედეგია და ის გალერეა ვანდას კურაციით ეწყობა.
„რიტას სახელი უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გახდა ცნობილი როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში.
რიტასთვის „სერენგეტი” სიკვდილ-სიცოცხლის უწყვეტობისა და მუდმივი მონაცვლეობის სიმბოლოა, სიცოცხლის უსასრულო ველისა, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ.
რიტას ნამუშევრები ადვილად საცნობია მხატვრისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობით, სიმკაცრითაც კი, რაც საგრძნობი იყო მის ადრეულ სერიებში: შიში, მორფოლოგია, ბატონები. მისი ტილოები გვაოცებს ძალით, მასშტაბით, ფანტასტიკური წარმოსახვით!
პროექტი სერენგეტი სრულიად ახალ ეტაპს ქმნის მხატვრის შემოქმედებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სურათებში ტრადიცია და ნოვატორობა ერთდროულად გვხიბლავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 03 ნომებრამდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები