რუსეთის ქალაქ ეისკში ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენის სუ-34-ის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.
როგორც მედიას რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ალექსეი კუზნეცოვმა განუცხადა, დილის მონაცემით, 19 ადამიანია დაშავებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 68 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, 360-ზე მეტის ევაკუაცია მოხერხდა.
სუ-34-მა კატასტროფა 17 ოქტომბრის საღამოს განიცადა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი გაჩნდა, რომელმაც შენობის პირველი 5 სართული მოიცვა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.