„გაზპრომი“ სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით შეუჩერებს

ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი რუსული კომპანია „გაზპრომი“ სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით შეუჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„18-19 ოქტომბერს „ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მომხმარებელთა გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებიდან განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები